სამშაბათი, 2024-12-24
sem-QARD
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა

 XIX საუკუნის ნახევრამდე საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გადაეცემოდა ელექტრული და მაგნიტური ქმედებები, ბოლომდე გარკვეული არ იყო. ბატონობდა მანძილზე ქმედების თეორია, რომლის მიხედვითაც ეს ურთიერთქმედებები მყისიერად გადაეცემოდა ერთი წერტილიდან მეორე წერტილში და მათ შორის არ არსებობდა არავითარი გადამცემი რგოლი.

გამოკვლევებმა ცხადჰყვეს, რომ მაგნიტური პოლუსის ან დენიანი გამტარის ირგვლივ სივრცეში იქმნება ველი, რომელსაც მაგნიტური ველი უწოდეს.

ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ვრცელდება სივრცეში, ელექტრომაგნიტურ ტალღას უწოდებენ.

ელექტრომაგნიტური ტალღის წარმოშობის აუცილებელი პირობაა, რომ მუხტი მოძრაობდეს აჩქარებულად. თუ დამუხტული ნაწილაკი მუდმივი სიჩქარით მოძრაობს, მის მიერ შექმნილი ელექტრული და მაგნიტური ველები შლეიფის მსგავსად მიჰყვება მას. ნაწილაკის აჩქარებისას კი თავს იჩენს ელექტრომაგნიტური ველის ინერტულობა. ველი სცილდება ნაწილაკს, იწყებს დამოუკიდებელ არსებობას და იკავებს სულ უფრო და უფრო მეტ არეს სივრცეში. ამბობენ, რომ ამ დროს გამოსხივდება ელექტრომაგნიტური ტალღა.

 იმისათვის, რომ გამოსხივდეს ელექტრომაგნიტური ტალღა, უნდა გვქონდეს ელექტრომაგნიტური რხევა. ელექტრომაგნიტური რხევა კი მიიღება მოწყობილობაში, რომელსაც რხევითი კონტური  ჰქვია. ასეთ რხევით კონტურში ხდება ელექტრული მუხტის პერიოდული გადაადგილება ხან ერთი ხან მეორე მიმართულებით. შესაბამისად ჩნდება გრიგალური ელექტრული და მაგნიტური ველები, რომლებიც პერიოდულად იცვლებიან. მაგრამ ელექტრომაგნიტური ველი ასეთი შეკრული რხევითი კონტურიდან არ გამოსხივდება, მისი ცალკეული უბნებიდან გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველები სივრცეში ერთმანეთს აკომპენსირებენ. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ელექტრომაგნიტური ტალღის გამოსხივებისთვის საჭირო იყო რხევის მაღალი სიხშირე.

 ერთი ხაზით ელექტრონული სიგნალებით ინფორმაციის შორ მანძილზე გადაცემა და მიღება, რომელმაც უდიდესი პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა, 1837 წელს შესძლო ამერიკელმა მეცნიერმა სამუელ მორზემ. ,,უდიდესი საქმე აღსრულდა”.

ტელეგრაფის გამოგონებამ მრავალი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას. 1866 წელს წარმატებით განხორციელდა კაბელის ჩადება ოკეანის ფსკერზე და ტელეგრაფმა კონტინენტები დააკავშირა ერთმანეთთან.

შემდგომ პოპოვმა თანდათან გააუმჯობესა  გამოგონება. ჯერ ხუთ კილომეტრზე დაამყარა რადიოკავშირი, ერთი წლის მერე თერთმეტ კილომეტრზე და მალე ტელეგრაფის სიგნალები ტელეფონში 45 კმ-ზე გაისმა.

რადიოს გამოგონების შემდეგ სწრაფად მოხდა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება და მალე ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით გაიგზავნა ხმოვანი სიგნალი, განხორციელდა გამოსახულების გადაცემა შორ მანძილზე და ..

 ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენება

ელექტრომაგნიტური ტალღების კვლევებმა აჩვენეს, რომ ისინი ვრცელდებიან ყოველგვარ გარემოში, მათ შორის ვაკუუმში, რამაც განაპირობა ელექტრომაგნიტური ტალღების ფართო გამოყენება. მათი საშუალებით ხორციელდება ინფორმაციის მიღება და გადაცემა (რადიოტალღები), გამოიყენება მედიცინაში (რენტგენის სხივები, გამა სხივები, ულტრაიისფერი სხივები), ადამიანი ხედავს გარემოს (ხილული სინათლე), ადამიანი და გარემო იღებს სითბოს (ინფრაწითელი სხივები).

რადარების საშუალებით შეიძლება შორეული ობიექტების, გემების თვითმფრინავების და სხვათა ადგილმდებარეობის დადგენა და მათი გარდაქმნა ხილულ გამოსახულებად (მიკროტალღები).

რადიოტელესკოპები ახდენენ შორეული ვარსკვლავებიდან მომავალ მიკროტალღების მიღებასა და რეგისტრაციას.

ელექტრომაგნიტური ტალღები უხილავნი არიან, მაგრამ ყველაზე უფრო კარგად მათი საშუალებით ხდება ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს აღქმა.

ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 37
საიტის მეგობრები

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024