ოთხშაბათი, 2024-10-30
sem-QARD
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » Мои статьи

რადიოაქტიობა

ყველა ნივთიერება შედგება ნაწილაკებისაგან, რომელთაც ატომი ეწოდება. თვითეული ატომი შეიცავს ბირთვს, რომელიც, თავის მხრივ, პროტონებისა და ნეიტრონებისაგან შედგება. ზოგი ნივთიერება რადიოაქტიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნივთიერების ატომები ენერგიას გამოასხივებენ.

რადიოაქტივობა  არის თავისთავადი ბირთვული გარდაქმნების უნარი, რომლის დროსაც ხდება ენერგიის გამონთავისუფლება გამოსხივების სახით და წარმოიქმნება ახალი ბირთვის პროტონების შეცვლილი რიცხვით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ნეიტრონების შეცვლილი რიცხვით.

გამოსხივება. 1) ენერგიის გავრცელების პროცესი ტალღური მოძრაობის სახით. 2) ენერგიის ფორმა, რომელიც ვრცელდება ელექტრომაგნიტური ტალღის სახით: გამოსხივების მაგალითებს წარმოადგენს ხილული და ულტრაიისფერი სინათლე, რეტგენის სხივები, რადიოტალღები.

რადიაქტიური ტერმინი ახასიათებს ქიმიურ ელემენტს, ან მის რომელიმე ნაერთს, რომელსაც აქვს რადიოაქტივობის თვისებს

 

 

გამოშვება  რადიაციის, სითბოს, სინათლის, ან ბგერის გამოსხივება, წყაროდან. მაგ. რადიაქტიული უშვებს ( ასხივებს) რადიაციას.

სხივი სწორი ხაზი, რომელიც გვიჩვენებს გამოსხივების მიმართულებას.

 

2) დამუხტული ნაწილაკების კონა.

ალფა _ ნაწილაკი ჰელიუმის ატომის ბირთვი, რომელიც შესდგება ორი პროტონის და ორი ნეიტრონისაგან. ამ ნაწილაკის ფარდობითი მასა 4,0029, ხოლო მუხტი +2 ალფა ნაწილაკის თავისუფალი გარბენის სიგრძე ჰაერში 7 სმ-ია და აიონიზებს აირებს, რომელშიც ის გაივლის, ფლუორესცენტებზე ზედაპირზე დაჯახებისას ალფა ნაწილაკები იწვევს სცინტილაციას

ბეტა ნაწილაკი _ ელექტრონი, რომელიც რადიაქტიური ატომის ბირთვის მიერ გამოსხივდება. აქვს ძალიან დიდი სიჩქარე _ სინათლის სიჩქარის 99%_. ელექტრონის დაკარგვა იწვევს პროტონების რიცხვის ერთი ერთეულით გაზრდას ბირთვში და ნეიტრონების რიცხვის ერთი ერტეულით შემცირებას. ბეტა ნაწილაკის ჰაერში თავისუფალი გარბენის სიგრძე 750 სმ_ შეადგენს და აქვს უნარი შეაღწიოს თხელ მეტალურ ფოლგაში. ის აიონიზებს აირებს, რომელშიც გაივლის. მაგრამ ეს ეფექტი ბეტა ნაწილაკებს აქვთ უფრო სუსტად გამოხატული, ვიდრე ალფა ნაწილაკებს.

გამა  გამოსხივება - ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რადიაქტიური ელემენტების მიერ გამოსხივებული ხასიათდება ტალღის მცირე სიგრძით, ვიდრე რენტგენის სხივები. გამა გამოსხივება თან ახლავს ალფა და ბეტა გამოსხივებას. ეს გამოსხივება ხასიათდება დიდი შეღწევადობის უნარით, მაგ. აღწევს და გაივლის ტყვიის 150 მმ სიგრძეზე. მას არ აქვს მუხტი და ამიტომ არ განიზიდება ელექტრულ და მაგნიტურ ველებში.

გამა გამოსხივების ტალღის სიგრძე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბირთვს ასხივებს მას. მას ახასიათებს ძალიან მაიონიზებელი უნარი.

 

ალფა გამოსხივება ალფა ნაწილაკების გამოტყორცნა რადიაქტიურ ატომის ბირთვიდან. ალფა გამოსხივების დროს ბირთვი იძენს ორ ერთეულით ნაკლებ ატომურ ნომერს., ვიდრე გამოსხივებამდე ჰქონდა და მასურ რიცხვს ოთხი ერთეულით ნაკლებს. მაგალითად ალფა გამოსხივება შეიძლება თან ახლდეს გამა_ გამოსხივებას. მაგრამ არასოდეს ბეტა გამოსხივებას

                  

ბეტა გამოსხივება _ბეტა ნაწილაკების გამოტყორცნა რადიაქტიურ ატომის მიერ. ბირთვის მიერ ბეტა გამოსხივებისას მისი ატომური ნომერი ხდება 1 ერთეულით მეტი, მასური რიცხვი კი უცვლელია. მაგალითად:

რადიაქტიული ატომის ბირთვში ხდება ნეიტრონის პროტონად და ელექტრონად გარდაქმნა. პროტონი რჩება ბირთვში და ელექტრონი გამოსხივდება. ბეტა გამოსხივება შეიძლება თან ახლდეს გამა გამოსხივებას, მაგრამ არასოდეს ალფა გამოსხივებას.

თავისუფალი გარბენის სიგრძე  უდიდესი მანძილი, რომელზედაც შეიძლება გადაადგილდეს საგანი, რომელსაც მინიჭებული აქვს რაღაც ენერგია. 


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: winalite (2010-03-29)
ნანახია: 4973 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 37
საიტის მეგობრები

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024