სამშაბათი, 2024-12-24
sem-QARD
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » Мои статьи

ბიოხაფანგი საქართველოსთვის რა საიდუმლოს მალავს ქართული ლაბორატორიები
                             "საქართველო და მსოფლიომ” 
 პირველმა ატეხა განგაში მკვლელი ვირუსების ხელოვნურად გავრცელების საშიშროებაზე და გამოაქვეყნა მასალა "რა აკავშირებს ალექსეევკის ლაბორატორიას ღორის გრიპთან”, სადაც უცხოური მედია არა ერთხელ მიანიშნებს ქართული ბიოლაბორატორიების "წვლილის” შესახებ. ამჯერად გთავაზობთ კიდევ უფრო საგანგაშო ინფორმაციას, რომელიც გამოძიების შედეგად მოიპოვეს ჩვენმა კოლეგებმა, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა: გოჩა თოფურიამ, ლუდოვიკო ბლუამ და იენს ბორტკომ.
საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებით, ახალი სკანდალური ფაქტები, რომლებიც უკვე გახმაურდა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან შედარებით უფრო საშიშია და პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ამერიკელი კურატორების გაუთვალისწინებელმა ქმედებამ შესაძლოა, ეპიდემიოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს, რაც მთელ მსოფლიოს სავალალო შედეგს მოუტანს.
ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ კოალიციის ჯარების შეჭრა ერაყში (ოპერაცია "ქარიშხალი უდაბნოში”) ცსს-ს გადაუმოწმებელი მონაცემებით გაამართლა, თითქოსდა სადამ ჰუსეინს შეიარაღებაში ქიმიური იარაღი ჰქონდა. თუ რით დასრულდა ეს ამბავი, ყველასათვის ცნობილია: ქიმიური იარაღი დღემდე ვერ უპოვიათ, სადამი ჩამოახრჩეს, ქვეყანა კი ოკუპირებულია მოკავშირეთა ჯარების მიერ. დაისმის კითხვა, ვინ არის შემდეგი? ხომ არ აღმოაჩენენ აკრძალული შეიარაღების ახალი სახეობების კვალს, თუნდაც, ირანში...
დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიაგნეს ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღზე უფრო საშიშ კვალს. ზოგიერთი პირდაპირი და ირიბი სამხილით საიდუმლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.
პირველი ნიშანი გამოძიების დასაწყებად არც თუ ისე დიდი ხნის წინათ დაფიქსირდა - საერთაშორისო ეპიზოოლოგიური ბიუროს წყაროების ცნობით, გაირკვა, რომ მათი ქართველი პარტნიორები 2002 წლიდან არ აგზავნიან ყოველწლიურ ანგარიშებს იმ ლაბორატორიათა საქმიანობის შესახებ, რომლებიც ამერიკელმა სპეციალისტებმა მოაწყვეს მთელი რიგი ვირუსების შესასწავლად. აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსები საერთაშორისო კონვენციის მიერ აკრძალული ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის სიაშია მოხვედრილი.
ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო... თბილისი ყოველ ღონეს ხმარობდა დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერთა დასარწმუნებლად, რომ სერიოზულად სურდა ნატოში შესვლა და რატიფიცირება გაუკეთა აშშ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის სპეციალურ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის სფეროში კვლევის გააქტიურებას. ზოგიერთი ქართველი მეცნიერის მტკიცებით, ამერიკელებმა იცოდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს ცენტრალური ბიოლაბორატორია, რომელსაც ბიოლოგიური იარაღის გავრცელების თავიდან აცილების პროგრამის საკოორდინაციო ცენტრის სტატუსი აქვს და მას მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ.
საერთაშორისო დონის სპეციალისტების შეფასებით, სწორედ მის ბაზაზე კონცენტრირდება პროგრამის მონაწილე ქვეყნებში შეგროვებული ბიოლოგიური მასალები, რომელთაც მერე აწვდიან აშშ სამხედრო ბიოლაბორატორიებს. საქართველოში მცხოვრებმა მეცნიერებმა მიკრობიოლოგიის დარგში, რომელთაც გასაგებ მიზეზთა გამო ეშინიათ თავიანთი ვინაობის გამხელა, გვითხრეს, რომ 2003 წლიდან ისინი ყოველწლიურად გადიან სტაჟირებას აშშ სამხედრო ობიექტებზე. არსებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამას ამოფარებული ამერიკელები ცდილობენ, აამოქმედონ მთელი თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი, რათა მიიზიდონ საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ჭირის საწინააღმდეგო დაწესებულებების მეცნიერები და სპეციალისტები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ზემოაღნიშნულ პროექტს კურირებს აშშ სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდი, რომელმაც ვაშინგტონის ადმინისტრაციისგან მიიღო ნებართვა ამ სამუშაოს შესრულების თაობაზე. საქართველოში "ჭირიანი პროექტის” რეალიზების ფარგლებში რიგი ობიექტები უკვე მოქმედებს. ესაა თბილისის ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ზედაცული ლაბორატორიით. მისი ანალოგი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში. თბილისის შემოგარენში, სამხედრო ბაზაზე განთავსებულია ძალიან საშიში ბიოსუბსტანციების საცავი და საფრთხის შემცირების მხარდამჭერი ცენტრი.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ზოგიერთი ქართველი მეცნიერი შიშობდა, რომ ლაბორატორიები დაინგრეოდა და მწვავე დაავადებათა გამომწვევები გავრცელდებოდა მათივე ქვეყნის ტერიტორიაზე. უცხოელ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ 2006 წელს საქართველოს შსს სპეცქვედანაყოფებისთვის აშშ-დან ინსტრუქტორების შემოსვლასთან ერთად შემოიტანეს ვირუსების ქვესახეობები, რომლებიც ადრე არასოდეს შეხვედრიათ ყოფილ საბჭოთა კავშირში. მეცნიერთა შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ჩამოტანილ ნიმუშებზე უკვე შემუშავებული ვაქცინები არ მოქმედებს. უფრო მეტიც, ერთობლივი ამერიკულ-ქართული კვლევების დროს შეიქმნა სახიფათო დაავადებებისა და მწვავედ მიმდინარე გამაღიზიანებლების ბანკი, რაც კი ოდესმე საქართველოს ტერიტორიაზე შეგვხვედრია. მოსაუბრეთა თქმით, მისი ჩამოყალიბებით ამერიკელებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ ის დაავადებები, რომლებიც გამოვლინდა სეპარატისტული აფხაზეთის საზღვრებთან. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში ზემოაღნიშნული ბიოლოგიური ნიმუშები შეიძლება მოხვდეს საერთაშორისო ტერორისტების ხელში და მაშინ ღორის გრიპზე უფრო საშინელი და კაცობრიობისთვის დამღუპველი დაავადებები მოედება ქვეყნიერებას. ექსპერტთა აზრით, ამერიკელები შეეცდებიან, შანსი გამოიყენონ და ბიოლოგიური იარაღის ნიმუშები შეიტანონ ირანის ტერიტორიაზე. ისინი აამუშავებენ საქართველოს ხელმძღვანელების კავშირებს კრიმინალური და ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერებთან. წარმატების შემთხვევაში ვაშინგტონი მოითხოვს თეირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების გამკაცრებას, რადგანაც მას დაადანაშაულებს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციაში მოხვედრილი ნივთიერების წარმოებასა და გამოცდაში.
ვიქტორ ბუტკოვი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ საფრთხე უკრაინასაც დაემუქრება, რადგანაც ეპიდემია ჯერ ყირიმს მოედება, მერე კი - მთელ ქვეყანას. ის შიშობს, რომ იარაღით მოვაჭრე უკრაინელები მოისურვებენ "ქართული ჭირის” შეძენას, რადგანაც მომგებიანი საქმეა. კავკასიიდან მისი წაღება კი, მოგეხსენებათ, ძალიან იოლია.
დამოუკიდებელი ჟურნალისტები მთელ მსოფლიოს და, პირველ რიგში, დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერებს მიმართავენ წინადადებით, ჩატარდეს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ქიმიური და ბიოლოგიური ობიექტების საერთაშორისო ინსპექცია, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შეთანხმებები.

ნინო გოძიაშვილი

P.S. საქართველოს ხელისუფლებისგან ასეთი უგუნური ნაბიჯის გადადგმა მოულოდნელი სულაც არ არის. არც ის არის მოულოდნელი და შეუძლებელი, რომ ვაშინგტონს სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის ზემოაღნიშნული მისწრაფებისთვის გამოყენება ჰქონდეს გამიზნული.
ცხადია, რომ ვაშინგტონის მეცადინეობით უკვე მეზობელთან, მათ შორის, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთანაც, დღითიდღე გვეძაბება ურთიერთობა. ეს ტენდენცია ერთადერთ მიზანს ემსახურება - საქართველო საბოლოოდ უნდა აღმოჩნდეს საკუთარი ბეცი პოლიტიკისა და სამეზობლოს ტყვე, რათა მორჩილად და უსიტყვოდ შეასრულოს აშშ ყველა მითითება. ვაშინგტონის მითითებებს სააკაშვილის რეჟიმი აქამდეც უსიტყვოდ ასრულებდა, მაგრამ როდესაც ამ მითითებებისა თუ "თვითშემოქმედების” გამო რუსეთთან ურთიერთობა ომში გადაგვეზარდა, ხსნა არც ვაშინგტონიდან მოსულა და არც ანკარადან...
ხიფათსა და რისკებზე, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმის უგუნური პოლიტიკა და მეზობლების მტრად გადაკიდების თავსმოხვეული ტაქტიკა შეიცავს, შემდეგ ნომერში ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: winalite (2010-03-20)
ნანახია: 2424 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 37
საიტის მეგობრები

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024