სამშაბათი, 2024-12-24
sem-QARD
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
მთავარი » ფაილები »

გამოსხივების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
2010-03-20, 0:32 AM

თანამედროვე პირობებში მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროებში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების წყაროებია ელექტრომაგნიტური რხევების გენერატორები, ანტენური მოწყობილობანი, ცალკეული ზემაღალი სიხშირის ბლოკები, მაგნეტრონების კათოდური გამომყვანები და სხვა.



განსაზღვრულ პირობებში, სხივური ენერგიის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმისათვის სახიფათო ფაქტორს წარმოადგენს. ადამიანზე მისი მავნე ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია გამოსხივების ინტენსივობაზე, ზემოქმედების ხანგრძლივობასა
და ტალღის სიგრძეზე. დიდი ინტენსივობის ელექტრომაგნიტური ველების ორგანიზმზე ზემოქმედება დაკავშირებულია თბურ ეფექტთან და ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას იწვევს.


იგი განსაკუთრებით მავნედ მოქმედებს თვალის ბროლზე. ელექტრომაგნიტური ველების ბიოლოგიური აქტივობა იზრდება ტალღის სიგრძის შემცირებასთან ერთად და ყველაზე დიდი აქტივობა ახასიათებს ზემაღალი სიხშირის დიაპაზონში. საშუალო ინტენსივობის რადიოტალღების ზემოქმედება არ იძლევა თბურ ეფექტს, მაგრამ მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ბიოფიზიკურ პროცესებზე, აზიანებს ცენტრალურ ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს. ამ დროს აღინიშნება თავის ტკივილი, სწრაფი დაღლილობა და საერთო სისუსტე. ინფრაწითელი გამოსხივება წარმოადგენს ოპტიკური გამოსხივებისერთ-ერთ სახეს. მისი წყაროა ნებისმიერი გამთბარი სხეული, მაგალითად, თერმოელემენტები, ფოტორეზისტორები, ვარვარის ნათურები და სხვა. იგი მავნედ მოქმედებს ადამიანის 34 ორგანიზმის ისეთ მნიშვნელოვან ორგანოებზე, როგორიცაა ტვინის გარსი, ტვინის ქსოვილები, ამასთან ერთად, იზრდება ორგანიზმის ტემპერატურა ნივთიერებათა ცვლის გაძლიერების ხარჯზე.


ორგანიზმზე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ხასიათის ხარისხი დამოკიდებულია ტალღის სიგრძეზე. უკანასკნელ ხანს ფართო გავრცელება პოვა ლაზერის სხივმა. ლაზერი არის ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების გენერატორი, რომელშიც შესაძლებელია განსაზღვრული სიგრძის ტალღაზე დიდი სიმძლავრის სინათლის სხივის მიღება. ლაზერული გამოსხივების სპეციფიკურ თვისებებს წარმოადგენს სწორხაზოვნება, მონოქრომატულობა და დიდი სიმძლავრე. დაუფოკუსებელ სხივს გააჩნია 1-2 სმ სიგანე, ხოლო დაფოკუსებულს _ 0,1 მმ და უფრო ნაკლები. დაფოკუსება საშუალებას გვაძლევს კონცენტრაცია გავუკეთოთ უდიდეს ენერგიას ძალზე მცირე ფართობზე და მივიღოთ მილიონობით გრადუსი ტემპერატურა. იონიზებულ გამოსხივებას ეკუთვნის რენტგენის და მცირე ტალღის სიგრძის მქონე ელექტრომაგნიტური რხევების დროს წარმოქმნილი სხივები, აგრეთვე α- და β- ნაწილაკები, პოზიტრონები და ნეიტრონები. მაიონებელი გამოსხივება მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე როგორც გარე, ისე შიგა დასხივების დროს. გარე დასხივებისას განსაკუთრებით საშიშია γ- სხივები და რენტგენის სხივები, ვინაიდან მათ გააჩნიათ დიდი შეღწევადობა, გამოსხივების წყაროდან მოშორებით გამოსხივების ინტენსივობა მცირდება მანძილის კვადრატის პროპორციულად. შინაგანი დასხივება შესაძლებელია მაშინ, როდესაც რადიოაქტიური ნივთიერებები ხვდება ორგანიზმის შიგნით სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ორგანოების, აგრეთვე დაზიანებული კანის საშუალებით. ამ დროს განსაკუთრებით სახიფათოა α- სხივები, ხოლო β- და γ- სხივები ნაკლებად სახიფათოა.


რენტგენის გამოსხივების წყაროს წარმოადგენს ელექტრულ- სხივური მილაკები, კენოტრონები, მაგნეტრონები და სხვა ელექტროვაკუუმური ხელსაწყოები. (ხალათები, კოსტუმები) და სათვალეები (OP3-5), რომელთა მინები დაფარულია ამრეკლავი სინათლეგამტარი შრით. შპეცტანსაცმელი დამზადებულია ლითონის ძაფის რადიოტექნიკური ქსოვილისაგან. დაცვის ღონისძიებებიდან ძალზე მნიშვნელოვანია მა- ღალსიხშირული დანადგარების სწორი განლაგება. მათი დამონტაჟება საჭიროა კაპიტალური კედლებისა და ჭერის მქონე ცალკეულ შენობებში, სადაც გარეშე პირთა ყოფნა დაუშვებელია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინტენსივობის კონტროლს (გაზომვას). იგი საჭიროა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ, აგრეთვე მაღალსიხშირული დანადგარების გაშვებისას, რემონტისა და რეკონსტრუქციის შემდეგ, სქემის შეცვლისას, მომსახურე პერსონალის შრომის პირობების შეცვლის დროს. როგორც კი აღმოჩნდება, რომ ელექტრომაგნიტური ველის მიერ გამოსხივებული ენერგია მეტია ზღვრულ დასაშვებ მნიშვნელობაზე, საჭიროა დაუყოვნებლივ მივიღოთ ზომები აღმოჩენილი უწესრიგობის აღმოსაფხვრელად.


კატეგორია: | დაამატა: winalite
ნანახია: 4063 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 37
საიტის მეგობრები

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024