|
მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება
1:31 PM ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება |
ნიუტონის მექანიკაში იგულისხმებოდა, რომ სხეულები უშუალოდ სიცარიელის საშუალებით მოქმედებდნენ ერთმანეთზე და ეს ურთიერთმოქმედება მეყსეულად ხორციელდება (შორსქმედების თეორია). ელ.დინამიკის შექმნის შემდეგ ძალების შესახებ წარმოდგენა შეიცვალა. თითოეული ურთიერთმქმედი სხეული ქმნის ელ, მაგნიტურ ველს, რომელიც სივრცეში სასრული სიჩქარით ვრცელდება. (ახლოქმედების თეორია) ელ, მაგნიტური ძალები ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში. ისინი მოქმედებენ ატომის ბირთვში, ატომში, მოლეკულაში, მიკროსკოპული სხეულების ცალკეულ მოლეკულებს შორის . ეს ხდება იმიტომ, რომ ყოველი ატომის შედგენილობაში ელექტრულად დამუხტული ნაწილაკები შედის. ელ, მაგნიტური ძალების მოქმედება როგორც ძალიან მცირე (ბირთვი), ისე კოსმოსურ მანძილებზე (ვარსკვლავების ელ,მაგნიტური გამოსხივება)მჟღავნდებოდა. ელ,დინამიკის განვითარების შემდეგ მეცნიერები ცდილობდნენ შეექმნათ სამყაროს, ერთიანი ელ, მაგნიტური სურათი, ამ სურათის თანახმად ყველა მოვლენის მართვა სამყაროში ელ, მაგნიტური ურთიერთქმედებების კანონებით ხდება. მაგრამ ბუნების ყველა პროცესის ელ, მაგნიტურზე დაყვანა არ მოხერხდა. ელ, მაგნიტური ურთიერთქმედებების რადიუსი არ არის შემოსაზღვრული იგი შეიძლება იყოს დიდ ინტერვალში(0- ∞)ამ ურთიერთქმედებების მუდმივა დაახლოვებით 100-ჯერ ნაკლებია ძლიერი ურთიერთქმედების მუდმივასთან შედარებით, ხოლო ურთიერთქმედების დრო τ გაცილებით დიდია და დაახლოვებით 10-21 წამს შეადგენს.
1785 წელს შარლ კულონმა ექსპერიმენტულად დაადგინა, თუ როგორ არის დამოკიდებული დამუხტულ ბურთულებს შორის ურთიერთქმედების ძალის სიდიდე ბურთულებს შორის მანძილსა და მათ მუხტზე. მუხტებს შორის მანძილს და ურთიერთქმედების ძალას ფრანგი მეცნიერი იმ გრეხითი სასწორით ზომავდა,რომლითაც თავის დროზე ჰენრი კავენდიშმა გრავიტაციული ურთიერთქმედების ძალა გაზომა.
ბურთულებს შორის ურთიერთქმედების ძალას კულონი მინის ღეროს შემობრუნების კუთხის მიხედვით განსაზღვრავდა. ექსპერიმენტის საფუძველზე დაყრდნობით კულონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უძრავ, პატარა ზომის დამუხტულ ბურთულებს შორის ურთიერთქმედების ძალა მათ შორის მანძილის კვადრატის უკუპროპორციულია და მუხტების სიდიდეთა ნამრავლის პირდაპირპროპორციულია . კულონის ექსპერიმენტი ძალიან ზუსტი არ იყო, ვინაიდან გაზომვები ჰაერში ტარდებოდა. ამიტომ მან თავისი თეორია ვაკუუმში მოთავსებული წერტილოვანი მუხტებისთვის ჩამოაყალიბა: ვაკუუმში ორ წერტილოვან უძრავ მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალა პირდაპირპროპორციულია მუხტების სიდიდეთა ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა. F=K|q1||q2|/r2 სადაც k პროპორციულობის კოეფიციენტია, q1 და q2 წერტილოვანი მუხტების აბსოლუტური სიდიდეებია, r-კი მუხტებს შორის მანძილი k= 9.109 ნმ2/კ2 თუ მუხტები ერთმანეთის მიმართ მოძრაობენ, მათ შორის გარდა ელექტრული ძალისა ჩნდება მაგნიტური ძალებიც. ამ ძალების განცალკევება შეუძლებელია, იმდენად არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული და შესაბამისად მათ შორის ურთიერთქმედებას ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას უწოდებენ. ელექტრულად ნეიტრალურ სხეულებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს ურთიერთქმედების ელექტრული ძალა. მაგრამ მყარ სხეულებში, სადაც ატომები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ურთიერთქმედების ძალები უკვე ძლიერ მნიშვნელოვანია. ეს ძალა მათ შორის მანძილზეა დამოკიდებული. დადგენილია, რომ თუ ატომებს შორის მანძილი მეტად მცირეა, მაშინ ისინი ერთმანეთისაგან განიზიდებიან, მაგრამ თუ ატომებს შორის მანძილს გავზრდით, განზიდვის ძალის ნაცვლად მიზიდვის ძალა იმოქმედებს. ატომებს შორის რაღაც მანძილზე კი ურთიერთქმედებების ძალები ნულის ტოლი ხდება. ბუნებრივია, რომ ატომები სწორედ ასეთი მანძილით არიან დაშორებულები მყარ სხეულებსა და სითხეებში. ამრიგად, სხეულთა დეფორმაციისას სწორედ ელექტრული ძალები აღიძვრება, რომლებიც სხეულის პირვანდელ ზომებს აღადგენენ.დრეკადობის� � და ხახუნის ძალები ელექტრომაგნიტური ბუნების ძალებს მიეკუთვნება.
|
ნანახია: 3120 |
დაამატა: winalite
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|