სამშაბათი, 2024-12-24
sem-QARD
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
მთავარი » ფაილები »

ბრძოლა რადიაქტიულ გამოსხივებასთან
2010-03-20, 1:04 AM


ფრანგმა მეცნიერმა, ანრი ბეკერელმა, შეამჩნია ზოგიერთი მადნის ზეგავლენა ფოტოფირზე. შემდეგ მარი და პიერ კიურებმა დაადგინეს, რომ ურანის მადნის სხვა შემადგენელი ნაწილებიც აქტიურად მოქმედებენ ფოტოფირზე. ამ ელემენტებს მათ პოლონიუმი და რადიუმი უწოდეს. ნებისმიერი რადიაქტიური დაშლის შედეგად ადგილი აქვს შემდეგი ნაწილაკების გამოყოფას " ნაწილაკები ხასიათდებიან გარბენის მცირე მანძილით. 10სმ-ის შემდეგ კი ადგილი აქვს მათ შთანთქმას გარემოში. ამდენად, ნაწილაკებისაგან დაცვა შეგვიძლია განვახორციელოთ სპეც. ტანსაცმლისა და რადიოაქტიური ნივთიერებიდან 10 _ 15 სმ. მანძილზე დგომით. 

უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებია, ხასიათდებიან გარბენის მანძილით 12 _ 14მ. მათგან დაცვა შესაძლებელია სპეციალური ეკრანის გამოყენებით. ( ნაწილაკები ხასიათდებიან ორგანიზმში დიდი შეღწევადობის უნარით. ისინი წარმოადგენენ ელექტრო _ მაგნიტურ რხევებს და მათგან დაცვა ასევე ხორციელდება ეკრანის გამოყენებით. ყველაზე უფრო სახიფათოა ადამიანთა დამარცხების თვალსაზრისით ნეიტრინული გამოსხივება, რომლისგანაც დაცვა პრაქტიკაში ხორციელდება 1 _ 1,5 მ სისქის მქონე რკინა _ ბეტონის ან ტყვიის, გრაფიტის ეკრანების დახმარებით. დასხივების შემთხვევაში ადგილი აქვს ცოცხალ ორგანიზმში არსებული წყლის ჰიდროლიზს, სისხლის იონიზაციას, რის შედეგადაც ორგანიზმში იქმნება ისეთი შენაერთები, რომლებიც უცხოა ჩვენი სხეულისათვის. ამის შედეგად იწყება სხვადასხვა დაავადებანი. მათ შორის: სისხლის გათეთრება, ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნა და სხვა. სათავსები, სადაც ხორციელდება რადიაქტიულ გამოსხივებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ისინი დასაშვები ნორმების მიხედვით იყოფიან კატეგორიად. პროფესიონალი მუშებისათვის, ვინც მუშაობს ატომური ენერგეტიკის ხაზით, წლიური ნორმა 5 ბერით განისაზღვრება. ერთი ბერი წარმოადგენს რენტგენის ბიოლოგიურ ექვივალენტს. ბერი იხმარება ისეთ პირობებში, როდესაც დასხივება ხორციელდება ცოცხალ ორგანიზმზე. დადგენილია, რომ დასხივების დროს ნაწილაკები შეიძლება დაგროვდეს ძვლებში, ღვიძლში ან თანაბრად განაწილდეს სხეულის ყველა ორგანოში. არჩევენ რადიაქტიული ნივთიერების აქტიურობას, რაც დაკავშირებულია ნაწილაკების დაშლასთან დროის ერთეულში და გამოისახება კიურებში. იქ, სადაც ხორციელდება სამუშაოები რადიაქტიულ ნივთიერებებთან, აუცილებელია იატაკი და ავეჯი დაფარული იყოს ისეთი მასალებით _ საღებავებით, რომლებიც მოგვცემენ მათი სველი დასუფთავების საშუალებას. ასეთებია: ლინოლიუმი, პლასტიკატები, ზეთის თეთრი საღებავი. იონიზაციის პრინციპზე მომუშავე დოზიმეტრის მილაკში ამოტუმბული ჰაერის ნაცვლად ჩაწნეხილია ნეიტრალური გაზი. მილაკს მიერთებული აქვს მშრალი კვების წყარო. მასში რადიაქტიური ნივთიერებების მოხვედრის შედე - გად იქმნება იონიზაცია, იკვრება წრედი და წრედში გადის უმნიშვნელო სიდიდის დენი, რის შედეგადაც ბერებში ან რენტგენებში გრადუირებულ სკალაზე გადაიხრება მაჩვენებელი ისარი. დასხივების შედეგად შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ე. წ. მწვავე რადიაქტიულ დაავადებას, რაც მძიმე შედეგით და, მათ შორის, სიკვდილითაც შეიძლება დამთავრდეს. დასხივების შედეგად ადამიანს განუვითარდება ე. წ. ქრონიკული დაავადება. ე. ი. როდესაც დასხივება მცირე დოზებით ხდება დიდი ხნის განმავლობაში. ქრონიკული დაავადების დროს ადგილი აქვს სხეულზე ჭრილობების შეუხორცებლობას, სისხლის გათეთრებას, სიმსივნეს და სხვა დაავადებებს. სადაც N არის მომუშავის ასაკი, 18 _ პროფესიული დასხივების დაწყების ასაკი, 5 _ კოეფიციენტი. ყველა შემთხვევაში 30 წლის ადამიანისათვის ჯამური დასხივების დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 ბერს.

კატეგორია: | დაამატა: winalite
ნანახია: 1212 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 37
საიტის მეგობრები

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024