სამშაბათი, 2024-12-24
sem-QARD
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები » Мои статьи

მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედება ადამიანის
ორგანიზმზე
თანამედროვე პირობებში მეცნიერებისა და ტექნიკის
სხვადასხვა სფეროებში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის
ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ელექტრომაგნიტური ტალღების
გამოსხივების წყაროებია ელექტრომაგნიტური რხევების გენერატორები,
ანტენური მოწყობილობანი, ცალკეული ზემაღალი
სიხშირის ბლოკები, მაგნეტრონების კათოდური გამომყვანები
და სხვა.
განსაზღვრულ პირობებში, სხივური ენერგიის ზემოქმედება
ადამიანის ორგანიზმისათვის სახიფათო ფაქტორს წარმოადგენს.
ადამიანზე მისი მავნე ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია
გამოსხივების ინტენსივობაზე, ზემოქმედების ხანგრძლივობასა
და ტალღის სიგრძეზე.
დიდი ინტენსივობის ელექტრომაგნიტური ველების ორგანიზმზე
ზემოქმედება დაკავშირებულია თბურ ეფექტთან და
ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას იწვევს. იგი
განსაკუთრებით მავნედ მოქმედებს თვალის ბროლზე. ელექტრომაგნიტური
ველების ბიოლოგიური აქტივობა იზრდება ტალღის
სიგრძის შემცირებასთან ერთად და ყველაზე დიდი აქტივობა
ახასიათებს ზემაღალი სიხშირის დიაპაზონში.
საშუალო ინტენსივობის რადიოტალღების ზემოქმედება
არ იძლევა თბურ ეფექტს, მაგრამ მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე
ბიოფიზიკურ პროცესებზე, აზიანებს ცენტრალურ ნერვულ
და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს. ამ დროს აღინიშნება
თავის ტკივილი, სწრაფი დაღლილობა და საერთო სისუსტე.
ინფრაწითელი გამოსხივება წარმოადგენს ოპტიკური გამოსხივების
ერთ-ერთ სახეს. მისი წყაროა ნებისმიერი გამთბარი
სხეული, მაგალითად, თერმოელემენტები, ფოტორეზისტორები,
ვარვარის ნათურები და სხვა. იგი მავნედ მოქმედებს ადამიანის
34
ორგანიზმის ისეთ მნიშვნელოვან ორგანოებზე, როგორიცაა ტვინის
გარსი, ტვინის ქსოვილები, ამასთან ერთად, იზრდება ორგანიზმის
ტემპერატურა ნივთიერებათა ცვლის გაძლიერების ხარჯზე.
ორგანიზმზე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების
ხასიათის ხარისხი დამოკიდებულია ტალღის სიგრძეზე.
მაგალითად, 320 ნმ-ზე მცირე სიგრძის ულტრაიისფერი სხივები
შეიძლება გახდეს ელექტროშემდუღებლებისა და ვერცხლისწყლიან-
კვარციანი ნათურების მომსახურე პერსონალის თვალების
პროფესიული დაავადების _ ელექტროოფტალმიის მიზეზი. მისი
გამოვლინება ხდება მუშაობიდან რამდენიმე საათის შემდეგ და
ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: თვალის ქუთუთოების გაწითლება
და შესიება, წვა თვალებში და ცრემლდენა, სინათლის
შიში. ამასთან, ხშირად ზიანდება თვალის რქოვანა გარსი.
ულტრაიისფერი გამოსხივების დიდი დოზით კანზე
ზემოქმედებისას, ვითარდება კანის დაავადება _ დ ე რ მ ა ტ ი ტ ი.
უკანასკნელ ხანს ფართო გავრცელება პოვა ლაზერის
სხივმა. ლაზერი არის ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური
გამოსხივების გენერატორი, რომელშიც შესაძლებელია
განსაზღვრული სიგრძის ტალღაზე დიდი სიმძლავრის სინათლის
სხივის მიღება. ლაზერული გამოსხივების სპეციფიკურ თვისებებს
წარმოადგენს სწორხაზოვნება, მონოქრომატულობა და დიდი
სიმძლავრე. დაუფოკუსებელ სხივს გააჩნია 1-2 სმ სიგანე, ხოლო
დაფოკუსებულს _ 0,1 მმ და უფრო ნაკლები. დაფოკუსება საშუალებას
გვაძლევს კონცენტრაცია გავუკეთოთ უდიდეს ენერგიას
ძალზე მცირე ფართობზე და მივიღოთ მილიონობით გრადუსი
ტემპერატურა.
ლაზერებთან მუშაობისას პირდაპირი გამოსხივება მომსახურე
პერსონალზე მოქმედებს მხოლოდ უსაფრთხოების წესების
უხეში დარღვევის დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში სახიფა-
თოა არეკვლილი გამოსხივებაც. ამიტომ შრომის დაცვის თვალსაზრისით,
უფრო სახიფათოა არეკვლილი სხივების ზემოქმედება.
იგი მოქმედებს თვალებზე, კანზე, ტვინსა და შინაგან ორგანოებზე.
განსაკუთრებით სახიფათოა ამ სხივების ზემოქმედება
თვალებზე, რადგან თვალის რქოვანა გარსი და ბროლი გამოსხივებას
აფოკუსირებს ბადურა გარსზე და კონცენტრაციას
უკეთებს მათ. გარდა გამოსხივებისა, მომუშავეებზე მოქმედებს
აგრეთვე ამ დროს წარმოქმნილი 90-120 დბ ინტენსივობის
სტაბილური ან იმპულსური ხმაური. აქედან ჩანს, რომ ლაზერული
დანადგარების მომსახურება მოითხოვს მუდმივ ყურად-
ღებას და დაკავშირებულია ნერვულ-ემოციურ დაძაბულობასთან.
35
იონიზებულ გამოსხივებას ეკუთვნის რენტგენის და მცირე
ტალღის სიგრძის მქონე ელექტრომაგნიტური რხევების
დროს წარმოქმნილი სხივები, აგრეთვე α- და β- ნაწილაკები,
პოზიტრონები და ნეიტრონები. მაიონებელი გამოსხივება მოქმედებს
ადამიანის ორგანიზმზე როგორც გარე, ისე შიგა დასხივების
დროს. გარე დასხივებისას განსაკუთრებით საშიშია γ-
სხივები და რენტგენის სხივები, ვინაიდან მათ გააჩნიათ დიდი
შეღწევადობა, ხოლო α- სხივები ნაკლებად სახიფათოა. გამოსხივების
წყაროდან მოშორებით გამოსხივების ინტენსივობა
მცირდება მანძილის კვადრატის პროპორციულად.
შინაგანი დასხივება შესაძლებელია მაშინ, როდესაც რადიოაქტიური
ნივთიერებები ხვდება ორგანიზმის შიგნით სასუნთქი
და საჭმლის მომნელებელი ორგანოების, აგრეთვე დაზიანებული
კანის საშუალებით. ამ დროს განსაკუთრებით სახიფათოა
α- სხივები, ხოლო β- და γ- სხივები ნაკლებად სახიფათოა.
რენტგენის გამოსხივების წყაროს წარმოადგენს ელექტრულ-
სხივური მილაკები, კენოტრონები, მაგნეტრონები და სხვა
ელექტროვაკუუმური ხელსაწყოები.
8.2. ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დაცვის
ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებანი
მაღალსიხშირული დანადგარების ექსპლუატაციისას საწარმოების
შიგნით ელექტრომაგნიტური გამოსხივების დაძაბულობის
შემცირება შესაძლებელია ორი გზით: 1. გამოსხივების
წყაროს კარგი დაეკრანებით და შეერთებებში კარგი კავშირის
უზრუნველყოფით. ეკრანებად შეიძლება გამოვიყენოთ მაღალი
ელექტროგამტარობისა და კარგი მაგნიტური გამტარობის მქონე
მასალების (ალუმინი, სპილენძი, ფოლადი) ფურცლები და ბადეები.
ანტენური გადამრთველებისა და ანტენების გატანა აუცილებელია
ცალკე შენობაში; 2. გადამცემების მუშაობის დისტანციური
მართვითა და კონტროლის გახორციელებით დაეკრანებული
სათავსიდან (ჯიხურიდან). მოწყობილობის მუშაობაზე ვიზუალური
დაკვირვება ხორციელდება სათვალთვალო ფანჯრის
საშუალებით, რომელშიც ჩასმულია მინა ან ლითონის ბადის
ეკრანი.
იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული მეთოდები ვერ
უზრუნველყოფს საკმარის დაცვას, საჭიროა გამოვიყენოთ ინდივიდუალური
დაცვის საშუალებანი, როგორიცაა სპეცტანსაცმელი
36
(ხალათები, კოსტუმები) და სათვალეები (OP3-5), რომელთა მინები
დაფარულია ამრეკლავი სინათლეგამტარი შრით. შპეცტანსაცმელი
დამზადებულია ლითონის ძაფის რადიოტექნიკური ქსოვილისაგან.
დაცვის ღონისძიებებიდან ძალზე მნიშვნელოვანია მა-
ღალსიხშირული დანადგარების სწორი განლაგება. მათი დამონტაჟება
საჭიროა კაპიტალური კედლებისა და ჭერის მქონე ცალკეულ
შენობებში, სადაც გარეშე პირთა ყოფნა დაუშვებელია.
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრომაგნიტური
გამოსხივების ინტენსივობის კონტროლს (გაზომვას). იგი საჭიროა
ჩატარდეს წელიწადში ერთხელ, აგრეთვე მაღალსიხშირული
დანადგარების გაშვებისას, რემონტისა და რეკონსტრუქციის
შემდეგ, სქემის შეცვლისას, მომსახურე პერსონალის შრომის
პირობების შეცვლის დროს. ამასთან ერთად, პასუხისმგებელმა
თანამდებობის პირებმა მკაცრად უნდა ადევნონ თვალყური,
რათა მომსახურე პერსონალი არ იმყოფებოდეს ელექტრომაგნიტური
გამოსხივების ზონაში დასაშვებ დროზე მეტი ხნის
განმავლობაში.
როგორც კი აღმოჩნდება, რომ ელექტრომაგნიტური ველის
მიერ გამოსხივებული ენერგია მეტია ზღვრულ დასაშვებ
მნიშვნელობაზე, საჭიროა დაუყოვნებლივ მივიღოთ ზომები აღმოჩენილი
უწესრიგობის აღმოსაფხვრელად.






10.6. ელექტროტექნიკური დამცავი საშუალებანი
ელექტროტექნიკური დამცავი საშუალებანი წარმოადგენს
გადასატან მოწყობილობებს, რომლებიც ემსახურება ადამიანის
დაცვას ელექტრული დენის, ელექტრული რკალისა და
ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებისაგან. ისინი შეიძლება
დავყოთ ოთხ ჯგუფად:
1. მაიზოლირებელი საშუალებანი უზრუნველყოფს ადამიანის
ელექტრულ იზოლაციას დენგამტარი ან ჩამიწებული ნაწილებისაგან
ან მიწისაგან. საიმედოობის ხარისხის მიხედვით
არსებობს ძირითადი და დამატებითი მაიზოლირებელი დამცავი
საშუალებანი. ძირითადს ეკუთვნის საშუალებანი, რომელთა
იზოლაციასაც შეუძლია საიმედოდ გაუძლოს ელექტროდანადგარის
მუშა ძაბვას და რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია
შეხება ძაბვის ჩვეშ მყოფ დენგამტარ ნაწილებთან. ასეთი
საშუალებებია: ა) 1000ვ-მდე ძაბვის დანადგარებში _ დიელექტრიკული
ხელთათმანები და დიელექტრიკულსახელურიანი ინსტრუმენტები,
აგრეთვე დენის მაძიებლები; ბ) 1000 ვ-ზე მაღალი
ძაბვის დანადგარებში მაიზოლირებელი შტანგები, მაიზოლირებელი
და დენსაზომი მარწუხები და ძაბვის მაჩვენებლები.
დამატებითი მაიზოლირებელი დამცავი საშუალებანი ემსახურება
ძირითადი საშუალებების დამცავი მოქმედების გაძლიერებას
და გამოიყენება მათთან ერთად. ასეთებია დიელექტრიკული
ფეხსაცმელი, ბოტები და მაიზოლირებელი ხალიჩები,
ხოლო 1000 ვ-ზე მაღალი ძაბვის დანადგარებში _ დიელექტრიკული
ხელთათმანები. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ მაიზოლირებელი
შტანგები და მარწუხები, დენსაზომი მარწუხები,
ძაბვის მაჩვენებლები და დიელექტრიკული ხალიჩები შეიძლება
გამოვიყენოთ დახურულ სათავსებში, ხოლო ღია მოედნებზე _
მხოლოდ მშრალ ამინდში.
2. შემომღობი დამცავი საშუალებანი განკუთვნილია დენგამტარი
ნაწილების დროებით შემოსაღობად, რათა თავიდან
ავიცილოთ მათთან შემთხვევითი შეხება და სახიფათო მანძილზე
მიახლოება, აგრეთვე საკომუტაციო აპარატებზე შეცდომითი
ოპერაციების ჩატარება. ამ საშუალებებს ეკუთვნის დროებითი
გადასატანი შემოღობვები, მაიზოლირებელი საფენები, დროები-
თი გადასატანი ჩამამიწებლები და გამაფრთხილებელი პლაკატები.
3. დამცავი ეკრანები გამოიყენება მომუშავეთა დასაცავად
ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან. ეს ეკრანები უნდა გან-
58
ლაგდეს ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროების სიახლოვეს.
4.ინდივიდუალური დამცავი საშუალებანი გამოიყენება
მომუშავეთა ინდივიდუალურად დასაცავად სინათლის, თბური
და მექანიკური ზემოქმედებისაგან. მათ ეკუთვნის დამცავი სათვალეები,
აირწინაღები, სპეციალური ხელთათმანები და სხვა.
ყველა გამოყენებული ელექტროტექნიკური დამცავი სა-
შუალება მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიმართ წაყენებულ
მოთხოვნებს თავისი კონსტრუქციით, ზომებით, მასალით,
მექანიკური და ელექტრული სიმტკიცით.
ყოველი გამოყენების წინ საჭიროა შემოწმდეს ელექტროტექნიკური
დამცავი საშუალებების გამართულობა, უნდა მოხდეს
მათი გარეგანი დათვალიერება, მტვრისაგან გაწმენდა.
ამასთან, საჭიროა შემოწმდეს დიელექტრიკული ხელთათმანების


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: winalite (2010-03-29)
ნანახია: 1215 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 37
საიტის მეგობრები

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024